სოფლის მეურნეობა
ქალები სოფლის მეურნეობაში [Video/Audio]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები, მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.

ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა რთული საქმეა. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესია, სიამოვნებასაც ანიჭებს.
როგორც ქალბატონი ნანული ამბობს, საზოგადოების შეფასებით, „მეფუტკრეობა, რატომღაც, მამაკაცის საქმიანობად მიიჩნევა,“ თუმცა ის სირთულეებს მაინც არ შეუშინდა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა.

-“ორი წელიწადი ვმალავდი, რომ მაინტერესებდა ეს საქმიანობა, რატომღაც მეფუტკრეობა მამაკაცების სპეციალობად ითვლება. ქალი და ფუტკარიო? ამბობდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და მაინც გამომივიდა.“

ცოტა ხნის წინ ამერიკული ჯიშის ქათმების- ბრამების მოშენებაც დაიწყო, რომელიც „მეხორცულია და კარგადაც კრუხობენ“.
ლეილა მამისაშვილი დიდი ხანია მეაბრეშუმეობასაც მისდევს. მისი თქმით, კარგი იქნება თუკი ეს დარგი საქართველოში ისევ განვითარდება.
აბრეშუმის პარკიდან ამზადებ მასალას, რომელიც თექაში გამოიყენება. დიდი ხანია ქსოვითაც არის გატაცებული. მის მიერ შექმნილი ქუდები მოსავს მომღერალ ნინო ქათამაძესაც. დიზაინი ქართველი დედოფლების თავსაბურავების მსგავსია. სურს მომავალში თავის ნამუშევრებში ნატურალური აბრეშუმის ძაფი გამოიყენოს.

როგორც თავად ამბობს, სოფლის მეურნეობის ყველა დარგი ერთ სივრცეში მოათავსა ისე, რომ საქმე და შესაბამისად, შემოსავალიც ყველა სეზონზე ჰქონოდა.

ლეილა მამისაშვილი ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია ექვსი წლის წინ შეიქმნა და მას თავდაპირველად მხოლოდ 17 წევრი ჰყავდა. ქალები სოფლის მეურნეობისადმი თანდათანობით უფრო მეტად ინტერესდებიან, ამიტომ ახლა მათი რაოდენობა 200-ს შეადგენს. ასოციაცია უზრუნველჰყოფს ქალების ინფორმირებას, ასევე გაძლიერებას ეკონომიკური კუთხით.

-„თავდაპირველად, ფერმერ ქალთა ასოციაციაში მხოლოდ 17 ქალი იყო გაწევრიანებული კახეთის 5 მუნიციპალიტეტიდან. დღეს სრულიად საქართველო მოვიცავით და 200-ზე მეტნი ვართ. ქალი სოფლის მეურნეობაში დიდი ძალაა, ისინი უფრო რისკიანები არიან. ახალი ტენდენციების დანერგვასაც არ უშინდებიან. პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან შეიქმნა სპეციალური თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც მუშოაბას ქალთა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე რეგიონებში. მივიღეთ რამდენიმე სარეკომენდაციო წინადადება, რომელსაც მალე გავაჟღერებთ. მიზანი ისაა, რომ ქალთა ჩართულობა სოფლის მეურნეობაში კარგად იყოს ხელშეწყობილი, ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მიმართულებაც ესაა.“-ამბობს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი.




მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შეიცვალა ტენდენცია, რომ სოფლის მეურნეობა აუცილებლად მამაკაცის საქმეა. ქალები სოფლის მეურნეობის ყველა დარგში არიან ჩართულები და თავიანთ საქმეს შესანიშნავად უძღვებიან.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი, სპეციალობით პედაგოგი და პროფესიით
დურგალი, უფრო ზუსტად, ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი - ასე
გვეცნობა ტარიელ ზაკალაშვილი, რომელიც ბოლო რვა თვეა უმუშევრადაა.
ამიტომ როგორც თვითონ ამბობს, ეს არის მისი პროფესიაც, არსებობის
წყაროც, გატაცებაც და ცხოვრების აზრიც.
განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი, სპეციალობით პედაგოგი და პროფესიით დურგალი, უფრო ზუსტად, ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი - ასე გვეცნობა ტარიელ ზაკალაშვილი, რომელიც ბოლო რვა თვეა უმუშევრადაა. ამიტომ როგორც თვითონ ამბობს, ეს არის მისი პროფესიაც, არსებობის წყაროც, გატაცებაც და ცხოვრების აზრიც.
20:09 / 05.08.2020
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ
სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს
შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
12:01 / 30.07.2020
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის,
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
11:00 / 28.07.2020
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან
დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას
ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
12:47 / 08.07.2020
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6356
USD
USD
1
3.0758
GBP
GBP
1
4.0262
TRY
TRY
1
0.4242
RUB
RUB
100
4.1811
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 18 / 31 °C
img
დ.წყარო 18 / 32 °C
img
სიღნაღი 19 / 34 °C
img
ლაგოდეხი 19 / 32 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 33 °C
img
ახმეტა 18 / 33 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.