სპორტი
ვეჯინის კრივის კლუბი - ჯანსაღი სივრცე ახალგაზრდებისთვის [Video]
მალხაზი, დათა, ცოტნე, ლუკა, თაზო და ოთო ვეჯინის კრივის დარბაზში ვარჯიშობენ, მათ გარდა აქ კიდევ 30-მდე მოზარდია.
ოთარ ჩახვაშვილი სპორტის ამ სახეობას ცხრა წლიდან მიჰყვება, 10 წლიდან კი სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობს. მოპოვებული აქვს ოქროს მედალი, თუმცა მისი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა.

სურს, ბევრ წარმატებას მიაღწიოს, რათა თავისი ცხოვრებაც შეცვალოს და სხვებისთვისაც მაგალითი გახდეს. როდესაც რინგზე გადის, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს, თუკი დამარცხდა, ცდილობს შემდეგ ტურნირებზე შეცდომების გამოასწოროს და ამისთვის თავს არ ზოგავს. საყვარელი მოკრივე მუჰამედ ალია, მიაჩნია რომ ის კრივის მეფეა.
დათა ბერიძიშვილი ვეჯინის კრივის დარბაზში ერთი წელიც არ არის რაც ვარჯიშობს. კრივი მისთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება. სურვილი აქვს, სათანადოდ მოემზადოს და ტურნირებზეც გავიდეს. დათა ამბობს, რომ სპორტი მავნე ჩვევების- სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებაა.



კრივის კლუბი ვეჯინში ათი წლის წინ მამა ილიას ინიაციტივით დაარსდა. მთავარი ამოცანა იყო, რომ ბავშვები ქუჩას მოწყვეტილიყვნენ და ჯანსაღი ცხოვრებით ეცხოვრათ. მამაო ამბობს, რომ მიზანი მიღწეულია. გარდა იმისა, რომ პატარა მოკრივეები სპორტით არიან დაკავებულები, ადგილობრივ თუ საერთაშრისო ტურნირებზე ბევრი მეგობარიც შეიძინეს.




ვეჯინის კრივის კლუბის ყველა აღსაზრდელს გააზრებული აქვს რისი მიღწევა სურს და რა არის მისთვის იქ ვარჯიშის მიზანი.

| Print |
FaceBook Twitter Google