კულტურა
ერთი ფანქრიდან ფერთა პალიტრამდე [Video]
გურჯაანელი ნინო ბეჟანიშვილი რუსული ენის პედაგოგია. ონლაინ სწავლების დროს, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, თავის თავში ბავშვობის ნიჭი გააცოცხლა. ასე შექმნა ჯერ პორტრეტები, შემდეგ კი პეიზაჟები. ყველაფერი სახლში ნაპოვნი ერთი ფანქრით დაიწყო.

ნამუშევრების პირველი შემფასებელი მისი მეუღლეა, რჩევებს კი პროფესიონალებისგან იღებს. სოციალურ ქსელში მისი ნახატები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნამუშევრებს თითქმის ერთ ღამეში ხატავს.

ზაფხულში აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აპირებს, შემდეგ კი როცა სკოლას დაუბრუნდება, თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის ნახატების გამოფენას გეგმავს.



| Print |
FaceBook Twitter Google