ვიდეო
ჩემი კოვიდისტორია - მაია ყალაბეგაშვილის ვიდეობლოგი [Video]



რატომ გადავწყვიტე ჩემი კოვიდისტორიის მოყოლა?

რაღაცნაირად მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია. 2 კვირაზე მეტია, რაც საავადმყოფოდან გამოვედი და ამ ხნის განმავლობაში იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინე კოვიდინფიცირებულების მკურნალობის და ზოგადად, მათი მდგომარეობის შესახებ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას მოვუყვე ის ამბავი, რაც გადამხდა.


როგორ დაიწყო ჩემი კოვიდისტორია


ძალიან ბანალურად დაიწყო ჩემი ავადმყოფობა. თავიდან დაბალი სიცხეებით, საშინლად მტკიოდა ყელი, ყურები, თვალები, განსაკუთრებით წელი.
მქონდა ხველა. ყველაფერი მტკიოდა, მეგონა, რომ კანიც მტკიოდა. სასტიკად არ მინდოდა ჭამა, თავს ძალას ვატანდი და წყალს ისე ვსვამდი.

ტესტის პასუხი უცნაურად მივიღეთ. პარასკევი ისე დაღამდა, რომ არავინ შეგვეხმიანა. ვიფიქრე, რომ შაბათ-კვირას არ იმუშავებდა არცერთი ინსტანცია და ამიტომ ჩემი შესაძლებლობებით დავიწყე ტესტის პასუხის ძიება. რა კავშირებიც მქონდა, დავრეკე და მითხრეს, რომ მიიღეს პასუხები პარასკევს, მაგრამ ჩემი გვარი და სახელი დადებით პასუხებში არ ფიქსირდებოდა და მეც ჩავთვალე, რომ ეს იყო უბრალოდ ვირუსი.

ავადმყოფობიდან მესამე დღეს ჩემს დას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მეოთხე დღეს - დედაჩემს, რომელიც ასაკოვანია და რისკჯგუფშია და ეს დღეები ამაზე ვდარდობდი.

შაბათ დილას დამირეკეს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან და მითხრეს, რომ პარასკევს ვერ ნახეს ჩემი პასუხი და რეალურად ვარ კოვიდინფიცირებული. ანუ ჩემი პასუხი ჩამოვიდა დადებითი.

დამერწმუნეთ, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში, ძალიან ბევრი მძიმე დღე გადავიტანე, მაგრამ ეს შაბათი იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემთვის.

აბსოლუტურად შეიცვალა ჩემ გარშემო არსებული რეალობა, სულ სხვანაირად აღვიქვავდი მოვლენებს. განსაკუთრებით ამიტანა შიშმა, არა იმის, გამო, მე რომ ვიყავი ცუდად, უფრო მეტად მქონდა დანაშაულის გრძნობა. თითქოს ჩემი ბრალი იყო, რომ ჩემი ახლობლები ცუდად გახდნენ. მქონდა შიში, რომ დედას რაღაც დაემართებოდა, 80 წლისაა და მოგეხსენებათ, ბევრ ისტორიებს ვისმენდით ამ ასაკოვნებთან დაკავშირებით.

ჩემი და იყო ცუდად და მოკლედ, ემოციურად, ძალიან დატვირთული დღე იყო ჩემთვის.

ამბობენ, რომ კოვიდი არის ფსიქოლოგიური ვირუსიც, რომელიც ადამიანის შეგრძნებებიდან გამომდინარე ახდენს გავლენას მის ჯანმრთელობაზეც.

არ ვიცი, ამას უნდა დავუკავშირო თუ არა, მაგრამ ეს იყო მეშვიდე დღე, ამბობენ, რომ მე-8 დღეს იწყება მეორე ტალღა და სწორედ მეორე დღიდან დაიწყო ჩემს კოვიდისტორიაში ახალი თავგადასავალი.


გაიდლაინები

გაიდლაინები, რომლის შესახებაც ონლაინ ექიმიც მესაუბრებოდა, და ზოგადად გვესმის ტელევიზიით და სოციალური ქსელით, მგონია, რომ ექიმების მუშაობას ნაწილობრივ უშლის ხელს და რატომ, ეხლავე გეტყვით ამის შესახებ.

მე-11 დღეს, ჩემი ამ ჩივილების ფონზე, ონლაინექიმმა ჩათვალა, რომ გამოეძახებინა სასწრაფო.

სასწრაფო მოვიდა, გაზომა სატურაცია, ანუ ჟანგბადის შემცველობა სისხლში, როგორც თვითონ ამიხსნეს და მქონდა 95, პულსაცია იყო 91.
ჩათვალეს, რომ ეს არ იყო კრიზისი და ამიტომ არ გადამიყვანეს კოვიდცენტრში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში არ მქონია ფილტვების ანთება, ეს იყო პირველი შემთხვევა და მით უმეტეს, ასეთი რთულად.

თანაც, ჩემს ოჯახში სამი წევრი იყო ინფიცირებული, ერთი რისკჯგუფს წარმოადგენდა, მაგრამ გაცილებით მარტივად გადაიტანეს მათ და გართულება მოჰყვა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში. ამიტომ გაიდლაინში 14 დღე სწერია და ეს არის ინკუბაციის პერიოდი, ეს მიდგომა ჩემთვის არის გაუგებარი.

მე-13 დღეს ისე გამირთულდა მდგომარეობა, რომ ონლაინექიმთან დავრეკე და ვთხოვე გადავეყვანე კოვიდცენტრში. ისეთი გძრნობა მქონდა, რომ ჰაერი არ ჩადიოდა ფილტვში, რაღაცნაირად სული მქონდა შეხუთული. 39.9 - 39.5 მიფიქსირდებოდა მუდმივად. ონლაინექიმმა გამოიძახა სასწრაფო, გადამიყვანეს კოვიდცენტრში და როგორც მითხრეს, საკმაოდ რთული მდგომარეობით. ჩემი ფილტვის დაზიანება შეფასდა 14 ქულით.


არის თუ არა კოვიდინფიცირებულების მკურნალობა უფასო


ავადმყოფობის მე-10 დღეს, როდესაც გართულდა ჩემი მდგომარეობა, პარალელურად, მე-8 დღის შემდეგ რთულად იყვნენ დედაჩემი და ჩემი დაც, ონლაინექიმმა გადაწყვიტა, რომ გაგვეკეთებინა სისხლის ანალიზი.

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსიდან, მისივე ჩართულობით, გამოვიძახეთ ლაბორანტი, რომელმაც გაგვიკეთა სისხლის საერთო ანალიზი, ცერეაქტიული და დედიმერი.

მე თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ეს მომსახურება იქნებოდა ფასიანი და ლაბორანტმა თან მოიყოლა კიდეც 305-ლარიანი ქვითარი.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადავიხდიდი ამ თანხას. მაგრამ გეკითხებით, რას ნიშნავს კოვიდინფიცირებულების უფასო მკურნალობა.

გვქონდა შემოთავაზება, რომ წავსულიყავით კლინიკაში, სადაც სისხლის საერთო ანალიზი იქნებოდა უფასო, დედიმერის თანხა იქვე უნდა გადაგვეხადა, თუ არ ვცდები 45 ლარი.

ეს იყო კოვიდინკუბაციის პერიოდი და არც ერთთან არ იყო გასული 14-დღიანი ვადა. დამარიგეს, რომ მე ჩემი შესაძლებლობები მქონდა, დამერეკა და პოლიციიდან ამეღო ნებართვა, შემდეგ ჩავსულიყავით კლინკაში, სადაც ცალკე იყო ჩვენი შესასვლელი, იქ უნდა ვყოფილიყავით რიგში.

ხალხო, გარდა იმისა, რომ სამი ადამიანი უნდა წავსულიყავით ოჯახიდან, ფიზიკურად არ შეგვეძლო ფეხზე დგომა ამდენი ხნის განმავლობაში.

ვინც კოვიდი გადაიტანა, დამეთანხმება, რომ უსიმპტომოებსაც კი აქვთ უღონობის შეგრძნება. ჩვენ ერთმანეთის ხათრით, ერთმანეთზე ზრუნვით ვაძლიერებდით ერთმანეთს, რომ რაღაცნაირად საჭმელი მიგვეწოდებინა, ან წყალი დაგველია დროულად, ისეთი სუსტად ვგრძნობდით თავს.

ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება და ლაბორანტი გამოვიძახე სახლში, მაგრამ კითხვა მაქვს: რა მნიშვნელობა აქვს, სახლში ვიმკურნალებ, თუ კოვიდცენტრში, თუკი უფასოა კოვიდიანებისთვის მკურნალობა, მაშინ უფასო უნდა იყოს ყველგან.


კლინიკაში არსებული მდგომარეობა და ეკიპირება



ტყუილის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ. არც მაქვს ამის მოტივაცია. თავშვივე აღვნიშნე, რომ გადავწყვიტე საჯაროდ ჩემი ისტორიის მოყოლა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ხდება.

მე არ ვიცი სხვა კოვიდცენტრებში რა სიტუაცია იყო, მე ვყვები ჩემს თავგადასავალს საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის მაგალითზე.

შესვლისთანავე დაიწყო, ჩვენი, ანუ პაციენტების დამუნათება იმ არგუმენტით, რომ ცოტა ხანში ესეც სახვეწარი გაგიხდებათ და უნდა მოითმინოთ, აბა რას იზამთ, ასეთია სიტუაცია.

მე და ერთი გურჯაანელი გოგო აგვიყვანეს 203-ე პალატაში, რომელსაც არ ეკეტებოდა ფანჯარა და 4 დღის განმავლობაში ქუდით ვიჯექი, იმიტომ, რომ უბერავდა ფანჯრიდან.

არ გვქონდა დასალევი წყალი, მედპერსონალი გვეუბნებოდა, რომ უნდა დაგველია ყოველდღიურად 2 ლიტრი და ახლობლები მორიგეობით გვიგზავნიდნენ.

ხელსაბანიდან წყალი არ გადიოდა, უნიტაზში წყალი არ ჩადიოდა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ გვქონდა ერთი ზეწარი და 9 დღე-ღამის განმავლობაში ჩემი დუტი მეფარა, იმიტომ, რომ მციოდა და სახლიდან მოვატანინე ბალიში, რომ თავი დამედო.


როგორც გამოვედი სტაციონარიდან, ჩემს ფეისბუქგვერდზე დავწერე სამადლობელი საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის მედპერსონალის მიმართ და ეხლაც ვაფიქსირებ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენთან თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობდა ამ ხნის განმავლობაში

დამერწმუნეთ, ხალხო, არანაირი ეკიპირება, მგონი ახლოც არ უნდახავთ.
ეცვათ ერთჯერადი ბახილები, ერთჯერადი ხალათი და ჩვეულებრივი დამცავი ფარი, რომელიც ყველა აფთიაქში შეგიძლიათ იყიდოთ, ისიც ყველას არ ჰქონდა.

ერთი ამბავი მახსენდება. კატეს გადასაღებად პირველ სართულზე ჩავედი, ექთანიც გამომყვა. შესასვლელში ვიცდიდით და იქვე შეგვხვდა ქალბატონი, რომელიც ჰოლში მოდიოდა. ექთანმა მისცა შენიშნვნა, რატომ დამცავი ფარი არ გიკეთიაო, იმან თამამად უპასუხა, მითხრეს, იმდენი არ მოვიდა, რომ შენთვისაც ყოფილიყო გათვალისწინებული და რაც არ მომცეს, რა გავიკეთოო?
აი, ასეთ სიტუაციაში მუშაობენ ჯეოჰოსპიტალსში ექიმები და ექთნები.

როგორც თვითონ გვეუბნებოდნენ, მეორე სართულზე 27 პაციენტი იწვა და მხოლოდ ერთი ექთანი ემსახურებოდა. რატომ? ჩვენს კითხვაზე გვპასუხობდნენ, რომ 200 ლარზე არავის უნდა მუშაობაო, ეხლა კი დაგვპირდნენ, რომ მოგვიმატებენო, მაგრამ არ იცოდნენ რამდენი იყო ეს დანამატი, ის კი იცოდნენ, რომ ამ თანხას იანვრამდე ვერ აიღებდნენ.

რა პირობებშიც ისინი მუშაობენ, გეკითხებით და ვეკითხები ჯანდაცვის სამინისტროს, სავსებით გვაძლევს თუ არა იმ ლოგიკურ სურათს, რაც დღეს საქართველოში გვაქვს? რა თქმა უნდა, გვექნება ექთნებისა და ექიმების დეფიციტი.

კვებას რაც შეეხება, დილით თერთმეტის ნახევარზე მოჰქონდათ საუზმე 2 ნაჭერი პური, შვრიის ფაფა, ჩაი და კარაქის პატარა ნაჭერი, შუადღით- ერთი საწვნე სუპი ან ბორში და 2 ნაჭერი პური. საღამოს სამი კოვზი პიურე.





რატომ არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა

მე ხშირად ვწერდი ამ ხნის განმავლობაში ფეისბუქგვერდზე ჰაშტეგით, რომ ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არ არსებობს და რატომ ვთვლი, რომ არ არსებობს.

ამ ხნის განმავლობაში, რასაც მე ვყვები, რამდენჯერმე დამირეკა ჯანდაცვის მონიტორინგმა და ერთადერთი რამ აინტერესებდა მხოლოდ: როგორ მუშაობდა ონლაინექიმი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში უკვე მქონდა გადახდილი 305 ლარი და მოვუყევი ამის შესახებ და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება, ამით დაინტერესებულიყვნენ, მეორე შემთხვევაში მოვუყევი კოვიდცენტრში არსებული სიტუაცია და ვთხოვე დაინტერესებულიყვნენ და მესამე შემთხვევასაც მოვყვები.

როდესაც გამოვედი სტაციონარიდან რედაქციის თანამშრომლებს ვთხოვე გადაეგზავნათ ჯანდაცვის სამინისტროიში კითხვები, რომელიც ეხებოდა კოვიდინფიცირებულებს.
მაგალითად:

რა ხარჯია გამოყოფილი თითოეულ პაციენტზე კვებისთვის; რამდენია მედიკამენტების ხარჯი ერთი პაციენტისთვის და თუ ეს დამოკიდებულია მათ მდგომარეობაზე, როგორია მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა; კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისას მედპერსონალის ეკიპირების ხარჯს ვინ იხდის, ვინ არის პასუხისმგებელი მათ მდგომარეობაზე, კერძო კლინიკა თუ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ვალდებულება შეამოწმოს მათი მუშაობის ხარისხი და უსაფრთხოება;  ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მედპერსონალის უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული?

ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გადავაგზავნეთ 12 დღის წინ და დღემდე პასუხი არ მიგვიღია.
გეკითხებით, გვაქვს ჯანდაცვის სისტემა?
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი
საღამო გაიმართა.
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.
15:21 / 01.10.2024
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
17:22 / 25.09.2024
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი -1 / 7 °C
img
საგარეჯო -2 / 6 °C
img
დ.წყარო -4 / 4 °C
img
სიღნაღი -3 / 8 °C
img
ლაგოდეხი -1 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 7 °C
img
თელავი -1 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.