ვიდეო
გურჯაანი-ზიარის ახლადრეაბილიტირებული გზა დაზიანდა [Video]
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი  ახლადრეაბილიტირებული გზის მონაკვეთი დაზიანდა, გაბზარულია ასფალტის საფარი, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის.
შვიდკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია კომპანია "სერპანტინმა" საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით შეასრულა. პროექტი 4 მილიონ ლარამდე დაჯდა.

როგორც speqtri.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტი ჯერ არ ჩაუბარებიათ.

- "გზის პროექტი ჯერ არ არის მიღებული. ადგილზე არიან ახლა კომპანიის წარმომადგენლები და ასწორებენ დეფექტს. კომპანია აკეთებს, რაც გასასწორებელია,".

ცნობისთვის, აღნიშნული გზა კაჭრეთის ზონის 10 სოფელს აკავშირებს გურჯაანთან.




| Print |
FaceBook Twitter Google