ვიდეო
მოჭადრაკე ძმები-გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილები[video]
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის არიან ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილები, ტყუპი ძმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდან.

სულ რამდენიმე თვის წინ, ალექსანდრემ ჭადრაკის საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, რითაც მოიპოვა უფლება დიდებში პირველ ლიგაში ითამაშოს.

ამის შემდეგ, ძმებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, სადაც გიორგიმ გაიყო პირველი-მეორე, ხოლო ალექსანდრემ მეოთხე-მეშვიდე ადგილები.
2019 წელს ძმები საქართველოს ჩეპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
ამავე წელს ალექსანდრე ჭადრაკში „შავი ზღვის დელფინის“ გამარჯვებული გახდა.
2020 წელს ჭადრაკის რეგიონულ ტურნირში ძმებმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს. როდესაც, ალექსანდრემ პირველი, ხოლო გიორგიმ მეორე ადგილი აიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google