ვიდეო
ალტ-ინფოს მუქარა უნდა შეფასდეს, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა - მაია ყალაბეგაშვილი [Video]
საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-მ მოამზადა რამდენიმე მასალა გურჯაანში ორგანიზაცია ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ. 

ამ თემების გაშუქების ფონზე, არ წყდება საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე ალტ-ინფოს მხარდამჭერების მხრიდან სალანძღავი და მუქარის შემცველი კომენტარები, ასევე სატელეფონო ზარები ჟურნალისტთან.

როგორც speqtri.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ყალაბეგაშვილი აცხადებს,  2 ათეული წელია, რაც მათი მედიასაშუალება მოვლენებს მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებს. არასდროს ყოფილა არცერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გამომხატველი. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მუქარა უნდა შეფასდეს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა.



| Print |
FaceBook Twitter Google