ვიდეო
ეგზოტიკა და სასიამოვნო გარემო - რა გელით გურჯაანის კონტაქტურ პარკში [video]
35 წლის გოგა შავშიშვილმა, პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც იძულებით იზოლაციაში იმყოფებოდა და ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნებები რეალობად ექცია და დედულეთში, საკუთარ სახლში ფრინველების კონტაქტური პარკის მშენებლობა წამოიწყო.

სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდის მონასტრის გზაზე, აუცილებლად შენიშნავთ ედემადქცეულ ეზოს, სადაც სხვადსხვა ჯიშის ფრინველს, შინაურ ცხოველებსა და ულამაზეს მცენარეებს შეხვდებით.

როგორც გოგა შავშიშვილი გვეუბნება, უახლოეს პერიოდში მანდარინისა და კაროლინის ჯიშის ულამაზესი იხვებიც გამოიჩეკებიან და თუ გაუმართლათ, მალე პარკს სირაქლემაც შეემატება.

კონტაქტური პარკის შემდეგ, საზოგადოება უნდა ელოდოს, რომ გურჯაანში მალე ფრინველების აკადემიაც გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google