ვიდეო
სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - ანტალიის ფესტივალზე [Video]
აპრილის მიწურულს, თურქეთში, (ანტალია) ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის ფესტივალზე _ "ჰარმონია" გურჯაანის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებიც გაემგზავრებიან. ფესტივალი 30 აპრილიდან 11 მაისამდე გაგრძელდება. ნათია მირველაშვილი, ევა ნაცვლიშვილი და გიორგი ბაწაშვილი გასვლითი ტურისთვის ხალისით ემზადებიან.
-"როდესაც მაია მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა ანტალიაში გაგზავნიანო, სიხარულისგან ღამე ვეღარ დავიძინე,“ _ გვითხრა გიორგი ბაწაშვილმა.
ნათია მირველაშვილი დარწმუნებულია, რომ ის და მისი მეგობრები შეძლებენ, მუნიციპალიტეტი ასახელონ.

-"გაორმაგებული ენერგიით ვმეცადინეობ, იმედია, შევძლებთ და ვასახელეთ ჩვენს რაიონს, მუსიკალურ სკოლასა და პედაგოგებს. მინდა მადლობა გადავუხადოო გამგეობას, ჩვენი დაფინანსებისა და მხარში დგომისთვის." ნათია მირველაშვილი ფესტივალზე საფორტეპიანო პროგრამით წარსდგება, გიორგი და ევა კი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას გეგმავენ.

-"ძალიან გამიხარდა ამ ამბის შესახებ რომ გავიგე, მაგრამ ცოტა შემეშინდა კიდეც, საზღვრებს გარეთ უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა. მერე რომ მითხრეს, გიორგიც შენთან ერთად იმღერებსო, ძალა შემემატა," _ ამბობს ევა ნაცვლიშვილი.

სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელობამ "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, რომ ფესტივალზე გასასვლელად სკოლას მხარში მუნიციპალიტეტის გამგეობა დაუდგა და ბავშვების გამგზავრება დააფინანსა. სკოლის მენეჯერ ნინო არაყიშვილის თქმით, ეს ერთადერთი ფესტივალი არ არის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ. წარჩინებული მოსწავლეები მაისში, თბილისში გამართულ მუსიკის კვირეულში ჩაერთვებიან, სადაც ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შესრულდება."
| Print |
FaceBook Twitter Google