არჩევნები 2016
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.


კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, ორივე პროცედურული ხასიათის იყო.
„სოფელ გურჯაანის 22-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე ყუთში ჩაშვების დრო მითითებული არ იყო. მართალია ეს ფაქტი არ მოქმედებდა შედეგებზე, მაგრამ დროა აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო. კომისიამ იმსჯელა და თავმჯდომარეს და მდივანს გამოუცხადეს შენიშვნა. რაც შეეხება მეორე საჩივარს, ბაკურციხის 30-ე უბანზე ჟურნალისტისთვის ხელისშეშლის ფაქტი გამოვლინდა. ამის გამო თავმჯდომარის, მდივნის, მოადგილის და ერთ - ერთი რეგისტრატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.მათაც შენიშვნა მივეცით. “-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ორი დღის ვადაშია შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google