არჩევნები 2017
"ქართული ოცნების“ ჩამოხეული პლაკატები გურჯაანში - საქმეში პოლიცია ჩაერთო
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, მათი პარტიის მერობის კანდიდატის არჩილ ხანდამაშვილის პლაკატები ჩამოხიეს და „ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალა გადააკრეს.
-„ნონეშვილის გამზირზე, ძველი ფოსტის შენობის კედელზე იყო არჩილ ხანდამაშვილის პლაკატები. გუშინ, დღის მეორე ნახევარში, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც თავიანთ სააგიტაციო მასალას აკრავდენ, ჩვენი პლაკატები ჩამოხიეს. რაც ვერ დააზიანეს, ზედ გადააკრეს თავიანთი კანდიდატის სააგიტაციო მასალა. ამას შეესწრო ჩვენი აქტივისტი და პოლიცია გამოიძახა. გადაღებულია ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც შესასწავლად პოლიციას გადაეგზავნა. ალბათ, შესაბამის ადმინისტრაციულ ჯარიმას დაუწერენ იმ ორ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა. „ქართული ოცნებისკენ“ რომ იშვერდნენ ხელს და ამბობდნენ, სოფელ ჩუმლაყში პლაკატები დააზიანესო, საინტერესოა ეხლა რას იტყვიან?! ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს, კარგად გამოჩნდა. დამნაშავეებს ჩვენთან არ უნდა ეძებდეს „ევროპული საქართველო“, რადგან ძალიან კორექტულად და სწორხაზოვნად ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას,“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილმა.

აღნიშნულ ბრალდებებს speqtri.ge-სთან „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა უპასუხა.

-„ჩვენი პარტიის აქტივისტებმა პლაკატები იმ ადგილას გააკრეს, სადაც „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა უკვე ჩამოხეული იყო. მაგ ტერიტორიაზე უამრავი კამერაა, თუ ჩანაწერს ამოიღებენ, აღმოჩნდება რომ არ ჩამოუხევიათ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევია, პლაკატებს კი არა, იმას მიხედოს, თვითონ როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როგორი ზეწოლებია სკოლის, საბავშვო ბაღის პედაგოგებზე და სოციალურად დაუცველებზე. თავის თავს მიხედონ, ასეთ არაობიექტურ არჩევნებს რომ ატარებენ.“-აღნიშნა მან.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გუშინ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
-„ მოწმეების მითითებით, გამოვლენილ 2 პირთან გასაუბრების ოქმი გაფორმდა. დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მოპოვებული ნივთმტკიცება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცესკო-ს გადაეგზავნა.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური სამართალდამრღვევებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებს, თუ აღნშნული ფაქტის მაიდენტიფიცირებელ მასალას წარუდგენენ, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობას გამოძიების კომპეტენცია არ გააჩნია.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.