N17 თელავის ოლქში ამ დროისთვის ორმოცდათოთხმეტივე უბანი
დათვლილია.
აქ მერის არჩევნებში 10 კანდიდატი იყრიდა კენჭს. არჩევნები 54,78% პროცენტით ქართული
ოცნების კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა მოიგო.
მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი
ბოტკოველი გავიდა, რომელმაც ხმების 27,71% მოიპოვა.
მესამე ადგილზე კი 7,69%-ით ევროპული საქართველოს კანდიდატი, ლელა
მენთეშაშვილი გავიდა.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ქართულმა ოცნებამ 51,36%-ით
გაიმარჯვა.
25,56% ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. მესამე ადგილზე კი 9,28 %-ით
ევროპული საქართველოა.
თელავის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 55
580-ს, არჩევანი დააფიქსირა 27 079-მა ამომრჩეველმა, ერთიანი
სიის 48,72%-მა.
მასალის გამოყენების პირობები