არჩევნები 2017
ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი იქნება
N18 ახმეტის ოლქში, ისევე როგორც თელავში, ყველა უბანი დათვლილია. 29 უბნის მონაცემბით, 59,41% ქართული ოცნების კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ შაქრო ტერტერაშვილს 18,84 % ერგო. მესამე ადგილზე კი ხმების 10,56 პროცენტით ევროპული საქართველოს კანდიდატი, გელა ჭვრიტიძე გავიდა.

პროპორციული არჩევნები, ისევე როგორც მერის არჩევნები 75,93 %-ით ქართულმა ოცნებამ მოიგო.
17,44  % ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. მესამე ადგილზე კი 14,36% ევროპული საქართველოა.
ახმეტაში მერობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა.

ახმეტის სარჩევნო ოლქის ერთიან სიაში რეგისტრირებულია 30 068 ამომრჩეველი, რომელთაგან უბანზე ხმა მისცა 15 036-მა, ანუ 50-მა %-მა.



| Print |
FaceBook Twitter Google