არჩევნები 2017
სერიოზული დარღვევები, რაც გაყალბების ნიშნებს შეიცავდა, არ ყოფილა - მარეხ მგალობლიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება. მათგან სამი საჩივარი დაწერეს N11 გურჯაანის საოლქო კომისიაში, 2 საჩივარი- N17 თელავის საოლქო კომისიაში, ხოლო 1 - N16 ყვარლის საოლქო კომისიაში.


როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველს ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. ის იმ ტენტენციებზე საუბრობს, რომელიც ყველა არჩევნების დროს ფიქსირდებოდა.

-„გარდა პროცედურული დარღვევებისა, არ გამოვლენილა ისეთი დარღვევები, რომელიც გაყალბების ნიშნებს შეიცავს. იყო ტენდენციები, რომელიც წინა არჩევნების დროსაც ფიქსირდებოდა, ეს არის ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ უბნების მიმდებარედ მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და აგიტატორები ახდენდნენ ამომრჩევლის აღრიცხვასა და გარკვეულ მითითებებს. ორგანიზაციის მიერ ეს ქმედება შეფასდა როგორც არაპირდაპირი გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე, თუმცა, ეს პირდაპირ კანონის დარღვევას არ წარმოადგენს.“

როგორც მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, აუცილებელია მოხდეს რეგულაცია პერიმეტრების განსაზღვრაზე და გარკვეულ მანძილზე აგიტაციის თვალსაზრისით იყოს შეზღუდვები.

გარდა ამისა, ის საუბრობს ისეთ სახიფათო ტენდენციებზე, როდესაც მესამე პირები ცდილობდნენ სამაგიდო სიებიდან მოეპოვებინათ ინფორმაცია, რაც პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და საჯარო არ არის. მათი ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება შეფასდა, როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები უფრო ხშირად გურჯაანის საუბნო კომისიებში დაფიქსირდა.

როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მათი ორგანიზაცია არჩევნების სრულფასოვან შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები / საია /
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი
დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები
შემდეგნაირად გამოიყურება:
კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
11:20 / 23.10.2017
კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში ხმები უკვე დათვლილია.
მერის არჩევნები ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა საკმაოდ
მაღალი პროცენტით მოიგო და შესაბამისად, მეორე ტური არ იქნება.
კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში ხმები უკვე დათვლილია.
მერის არჩევნები ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა საკმაოდ მაღალი პროცენტით მოიგო და შესაბამისად, მეორე ტური არ იქნება.
17:35 / 22.10.2017
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
USD
USD
1
3.0416
GBP
GBP
1
3.8294
TRY
TRY
1
0.4500
RUB
RUB
100
4.4290
ამინდი
გურჯაანი 17 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 17 / 32 °C
img
ლაგოდეხი 14 / 28 °C
img
ყვარელი 17 / 31 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 15 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.