არჩევნები 2017
თელავის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

აღნიშნულ ოლქში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

-„საჩივრების ნაწილი საფუძვლის არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა, ნაწილი კი განუხილველი დარჩა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის გარკვეულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა. #19, #52 და ასევე ლაფანყურის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინალური პასუხისმგებლობა დაეკისრათ, კერძოდ სანქციის სახედ განესაზღვრათ შენიშვნა, რადგან მათ გარკვეულწილად არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი სამუშაო. ლაფანყურში მერის შემაჯამებელი ოქმი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს და არ შეატყობინეს სამართალდამცველებს. კომისიამ დააყენა საკითხი, რომ ამ შემთხვევაში  სანქცია უფრო მძიმე ყოფილიყო, რასაც წევრების უმრავლესობა მხარი არ დაუჭირა.“-აღნიშნა #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რვა საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 24 საჩივარი დაიწერა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google