არჩევნები
გურჯაანში N46 უბნის ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირებიც არიან
ქალაქ გურჯაანში მე-46 საარჩევნო უბანზე ორი გარდაცვლილი პიროვნება გიორგი და ალექსანდრა გაბოშვილია დაფიქსირებული. როგორც მათი ოჯახის წევრები ამბობენ, ამომრჩევლის ბარათი გუშინ საღამოს მიუტანეს, თუმცა არ დაიტოვეს.


საკითხის გასარკვევად #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას მივმართეთ, როგორც ჩვენთან საუბარში საარჩევნო კომისიის მდივანმა მადონა ჯავახიშვილმა განმარტა, ოჯახის რომელიმე წევრს უბანზე პიროვნების გარდაცვალების მოწმობა უნდა წარედგინა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ახდენს სიების ფორმირებას. ჩვენ გვაქვს ვადები, რა დროსაც ვიღებთ განცხადებას საუბნო საარჩევნო კომისიაში, შემდგომ ისინი გადმოგვცემენ. ამის შემდეგ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სახლთან, რომ მან ზუსტი ინფორმაცია გადააწოდოს ცესკოს, სადაც ხდება ამ სიების დადგენა. თუ ოჯახის ახლობელი არ მოგვიტანს დოკუმენტს, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.“

მისივე თქმით, შესაბამისად ვერც ცესკო ვერ ამოიღებს გარდაცვლილს სიიდან, თუ განცხადება არ იქნება დაწერილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბოშვილი 2018 წლის თებერვალში გარდაიცვალა, ხოლო ალექსანდრა გაბოშვილი - 2017 წლის მარტში.




| Print |
FaceBook Twitter Google