არჩევნები
46 უბანზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს
ნომერ მეთორმეტე გურჯაანის საარჩევნო ოლქის #46 უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის საფუძველზე, კანონის შესაბამისად გადაანაწილა კომისიის წევრთა ფუნქციები.

პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8 საათზე მიიღეს.

#46 უბანზე ძირითად სიაში სულ 967 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთის სიაში-17, ხოლო სპეცსიაში ამ დროისთვის 8 ამომრჩეველი ფიქსირდება, თუმცა დღის ბოლიმდე ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს.

| Print |
FaceBook Twitter Google