არჩევნები
ყარაჯალაში ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას
"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარის  გიორგი ბოტკოველის განცხადეთ, სოფელ ყარაჯალას #38 სარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას.
ამასთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.

ბოტკოველი აღნიშნულ ფაქტს "ქართული ოცნების" მრიდან გაყალბების მცდელობად აფასებს.

"სოფელ ყარჯალის ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვიისი პირადობით ცდილობდა და რეგისტრატორმა ხელი სხვისი პირადობის გასწვრივ მოწერინა . ეს ჩვენმა წრმომადგენელმა გააპროტესტა და საჩივარი დაწერა.  ჩვენ წუხელვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ უბნებზე იგეგემება მთელი რიგი გაყალბება. ვფიქრობ, ეს ინციდენტი გავლენას იქონიებს ამ უბნის საბოლო შედეგებზე."- ამბობს ბოტკოველი.

სალომე ზურაბიშვლის თელავის შტაბის ხელმძვანელი ბენო გეგეჭკორი კი ოპონენტების მხრიდან გამიზნულ პროვიკაციაზე საუბრობს.

"არანაირი სააფუძველი არ აქვთ ეს განცხადებები გაკეთონ. თუმცა მე მესმის, მათი მთავარი ამოცანა ქვეყანაში  სიტუაციის განგებ დაძაბვაა.  მაშინ როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო მეტი მშვიდობა, მეტი გაერთიანება და მეტი ევროპა."

დარღვევას ნაწილობრივ ადასტურებს თელავის #17 საოლქო საარჩევო კომისიის თავჯდომარე გიორგი კალმახელიძე, თუმცა ის განმარტავს, რომ ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით კი არ ცდილობდა ხმის მიცემას, არმედ მას საარჩევნო უბანი შეეშალა.

კომისის თავჯდომარემ რეგისტრატორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.







| Print |
FaceBook Twitter Google