არჩევნები
სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა სოფელ ჩადუნიანის უბანთან
ლაგოდეხის #15 ოლქის სოფელ ჩადუნიანის #32 საარჩევნო უბნის მესერზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა იყო გამოკრული. (უბანი საჯარო სკოლაშია განთავსებული).
ფოტოს რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.

speqtri.ge ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს  რევაზ გაიპარაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, სააგიტაციო მასალა ამ დროისთვის უკვე ჩამოხსნილია.

-"ეს პლაკატი ღობეზე იყო გამოკრული. როგორც კი მომივიდა ინფორმაცია, მაშინვე ჩამოვახსნევინე. გამვლელმა ღობეზე თუ რაღაც გააკრა, კომისია არაფერ შუაშია."


| Print |
FaceBook Twitter Google