არჩევნები
ახმეტის #1 უბანზე ბიულეტენები ბეჭდით წინასწარ დაამოწმეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი შაქრო ტერტერაშვილი ახმეტაში, საარჩევნო პროცესის დარღვევაზე და მმართველი პარტის მხრიდან გაყალბების მცდელობაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, #1 საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ბეჭედით წინასწარ იყო დამოწმებული და კომისიის წევრის ხელმოწერა დაფიქსირდა.

"საარჩევნო პროცესი დილიდან დარღვევებით მიმდიანარეობს.  "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას #26 უბანზე აგიტაციას ახორციელებდნენ. ამასთან ერთად, ახმეტის ოლქის პირველ უბანზე ბიულეტენებზე ბეჭედს წინასწარ არტყავდნენ და ხელს აწერდნენ. ამაზე ჩვენმა წარმომადგეელმა საჩივარი დაწერა."

ბიულეტენზე ბეჭდის წინასწარ დარტყმს ადასტურებს ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდოამარის მოადგილე დავით პავლიაშვილი. მისი თქმით, ორ საარჩევნო ბიულეტენს ბეჭედი წინასწარ ჰქონდა დარტმული და კომისიის წევრსაც წინასწარ ჰქონდა ხელი მოწერილი, რაზეც საჩივარი დაიწერა. დარღვევა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.


| Print |
FaceBook Twitter Google