არჩევნები
დაპირისპირება როსტომ სესიაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის
როგორც speqtri.ge-სთვის გახდა ცნობილი, ყვარლის #20 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
-„საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მერი როსტომ სესიაშვილი. მოსული იყო ხატია დეკანოიძე, რომელმაც სთხოვა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, მან ცინიკურად დაიწყო ლაპარაკი. საქმე სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა. როსტომ სესიაშვილი ამბობდა, მე უბანზე შიგნით არ ვარ და რა ზეწოლას ვახდენო? იძულებული გავხდი, რომ პოლიცია გამომეძახა. როგორც კი მან ამის შეიტყო, ტერიტორია დატოვა. “ - გვითხრა ყვარლის # 16 საოლქო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლია ბოტკოველმა.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.
"სარჩვნო უბანთან ყვარლის მერი თავისი მთელი ადმინისტრაციული რესურსით, დეპარტამეტის უფროსებით ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში. პირდაპირ შესასვლელთან იდგნენ ის და მისი მაღალჩინოსნებები. ყველას მიუთითებდა,  ვისთვის უნდა მიეცა ხმა, რაც არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს არის კანონდარღვევა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ლია ბოტკოველის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ყვარლის სხვა საარჩევნო უბნებზეც.
-„ მთელი ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, გამგებლები ასე დგანან პირველ, მესამე მეოთხე უბანზე. რომ იტყვიან კორიდორში შედის ამომრჩეველი. ილიას ტბის დირექტორი, მამუკა ნათელაძე კი პადრუჩკით დაარბენინებს ამომრჩეველს, მათ მანქანიდან გადმოსვლას არ აცდის. როდესაც შენიშვნა მივეცით ამის თაობაზე, გვიპასუხა, არჩევნების დღეა, ეს ესე ხდება, ყველამ ყველაფერი უნდა ვეცადოთო. იყო შემთხვევები, რომ მარკირებული ამომრჩეველი მოვიდა უბანზე და მას ხმა არ მივაცემინეთ.“
ლია ბოტკოველის თქმით, ამ დროისთვის მათ სულ 6 საჩივარი დაწერეს ყველა მათგანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.
| Print |
FaceBook Twitter Google