არჩევნები
15:00 საათის მონაცემებით თელავში ამომრჩეველთა 34% დაფიქსირდა
თელავის მუნიციპალიტეტში 15:00 საათისთვის 54 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 34% გამოცხადდა.

,,ამ დროისთვის საარჩევნო უბნებში დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. სულ დაწერილია 5 საჩივარი, მათ შორის დაწერა ,,ჩვენი თაობა 1921მა, რაც ეხება იმ ფაქტს, რომ დილის წილისყრაში ,,ევროპული საქართველოსა,, და ნაციონალური მოძრაობის,, წევრებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.ხოლო დანარჩენი ოთხი საჩივარი დაწერეს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმის შესახებ, რომ დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ,,ევროპული საქართველოსა წარმომადგენლებს.,,- განაცხადა თელავის # 17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.

საკუთარი არჩევანი დაახლოებით ამ დროისთვის 20 ათასამდე მოქალაქემ გააკეთა.ინფორმაცია ,,აიპრესს,, თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაწერილია 5 საჩივარი. გიორგი კალმახელიძის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია. - განუცხადა ,,აიპრესს,, გიორგი კალმახელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google