არჩევნები
დავით ბაქრაძემ გურჯაანის ოლქში არჩევნები მხოლოდ ჩალაუბანში მოიგო
არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. N12 გურჯაანის ოლქში 51-ვე უბანი დათვლილია. დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერდა მხარს, ლიდერობდა 28 უბანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო 22 უბანზე, მხოლოდ ერთი უბნის ლიდერი იყო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, დავით ბაქრაძე. ის ჩალაუბნის 34-ე უბანზე 274 ხმით ლიდერობდა.

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო შემდეგ უბნებზე:

N6, N7, N8, N9, N11, N12, N13, N16, N17, N18, N21, N24, N25, N28, N29, N30, N33, N35, N36, N37, N38, N39, N40, N41, N42, N44, N50, N51

გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს შემდეგ უბნებზე: N1, N2, N3, ნ4, N5, N10, N14, N15, N19, N20, N22, N23, N26, N27, N31, N32, N43, N45, N46, N47, N48, N49

ჯამში გურჯაანის ოლქში ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა.
სალომე ზურაბიშვილი11 169 ხმა (39,78%); გრიგოლ ვაშაძე 9714 ხმა (34,6%).

დეტალური ინფორმაცია უბნების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს გვერდზე.



| Print |
FaceBook Twitter Google