არჩევნები
გურჯაანის საარჩევნო უბნებიდან ძირითადად სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 51 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების და წარმომადგენლების გაძევების შემთხვევები დაფიქსირდა.


გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, ძირითადად სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების გაძევება მოხდა.
„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაო რაოდენობის შემთხვევები დაფიქსირდა. ძირითადად დამკვირვებლები არიან. ასევე 23-ე უბნიდან ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიის წევრი გააძევეს. ქალბატონი ინგა ქიტიაშვილი მივიდა უბანზე და ითხოვდა ისეთი დოკუმენტაციის გადაცემას და დამოწმებას, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ჩავერიეთ და ვუთხარით, რომ ამ დოკუმენტის გაცემის უფლება ჩვენ გვქონდა იმ შემთხვევაში, თუ წერილობით მოგვმართავდა, მაგრამ არ ისურვა. უბნიდან გაძევება იმ შემთხვევაში ხდება, თუ იქ მყოფი პირი კომისიას მუშაობაში უშლიან ხელს. პირველად ხდება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.“

მისივე თქმით, გაძევებასთან დაკავშირებით საჩივრები უკვე შემოდის.

| Print |
FaceBook Twitter Google