საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კახეთის მასშტაბით
ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის საარჩევნო ოლქში
დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - საგარეჯოს ოლქში. უფრო კონკრეტულად
კი ოლქების მიხედვით აქტივობა ასეთია:
N11 საგარეჯოს ოლქი, არჩევანი დააფიქსირა 22 876-მა ამომრჩეველმა, ანუ
საერთო რაოდენობის 49.3%-მა.
N12 გურჯაანის ოლქში საარჩევნო უბანზე მივიდა 32 708 ამომრჩეველი, რაც
საერთო რაოდენობის 62.25%-ია.
N13 სიღნაღის ოლქში უბნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობამ შეადგინა
18 122, რაც 60.42%-ია.
N14 დედოფლისწყაროს ოლქში თავის რჩეულ კანდიდატს ხმა მისცა 12
551-მა ამომრჩეველმა, ჯამში 57.26%-მა.
N15 ლაგოდეხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა 20 711, ანუ
53.01%-ია.
N16 ყვარელის ოლქში - 18 094 ამომრჩეველი მივიდა, ანუ საერთო
რაოდენობის 63.3%.
17 თელავის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 33225-მა
ამომრჩეველმა, რაც 58.79%-ს შეადგენს.
N18 ახმეტის ოლქში არჩევანი დააფიქსირა 16 662-მა ამომრჩეველმა,
საერთო რაოდენობის 55.2%-მა.
მასალის გამოყენების პირობები