არჩევნები
სიღნაღში ოპოზიციურმა კანდიდატმა მხოლოდ ერთ უბანზე გაიმარჯვა
N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის 35-ე უბნიდან ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ მეცხრე უბანზე გაიმარჯვა. აქ მან 382 ხმა მიიღო და ოპონენტს 3 ხმით გადაასწრო. მე-20 ხორნაბუჯის უბანზე კი ხმები თანაბრად გადანაწილდა და თითოეულმა კანდიდატმა 75 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა.
დანარჩენ უბნებზე კი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში სალომე ზურაბიშვილმა 8360 ხმა მიიღო, რაც 67,91 პროცენტია, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 3951 ხმა, ანუ 32,09%.

| Print |
FaceBook Twitter Google