არჩევნები
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები ლაგოდეხის ოლქის 15 უბანზე ვერ მოიგო
N15 ლაგოდეხის ოლქის 37 უბნიდან, 15-ში ოპოზიცია ლიდერობს. გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მეტი მხარდაჭერა N5, შრომის უბანზე გამოუცხადეს, სადაც მან 413 ხმა მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი ყველაზე მეტი, 506 ხმა N25 აფენის უბანზე მიიღო.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აღნიშნულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი - 10 497 ხმა (51,72%)
გრიგოლ ვაშაძე -9 799 ხმა (48,28%)

| Print |
FaceBook Twitter Google