არჩევნები
ოპოზიციის კანდიდატმა ახმეტის ოლქში ყველაზე მეტი ხმა მატანში მიიღო
N18 ახმეტის ოლქში სულ 29 უბანია. 8 უბანზე რიგოლ ვაშაძე ლიდერობს, 21-ზე კი - სალომე ზურაბიშვილი.

ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე მეტი, 519 ხმა და მაქსიმალური მხარდაჭერა N28 მატანის უბანზე მიიღო და კონკურენტს 168 ხმით გაუსწრო. სალომე ზურაბიშვილს კი ყველაზე დიდი მხარდაჭერა N1 ქალაქ ახმეტის უბანზე გამოუცხადეს, სადაც 496 ხმა დააგროვა და კონკურენტს 93 ხმით აჯობა.

29 უბნის შედეგების ჯამში კი ახმეტის ოლქში სალომე ზურაბიშვილი 8579 ხმის ლიდერობს, რაც საერთო ხმების 52,84%.

დეტალური ინფორმაცია უბნების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google