არჩევნები 2015
შსს-მ და ცესკომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ მემორანდუმზე ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის - ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის“
- განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე ერთობლივ ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ცესკო /
ამავე კატეგორიაში
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
ნინო ბურჯანაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბში აცხადებებ, რომ უბნებზე დარღვევებია. -"ახაშენში საარჩევნო უბანზე კახეთის ენერგო დისტრიბუციის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი და გამგებლის მოადგილე
17:10 / 27.10.2013
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა მოქალაქე, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
16:44 / 27.10.2013
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე კაბინაში გამოკრულ კანდიდატების სიაში 5-იანი იყო შემოხაზული.
14:34 / 27.10.2013
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ბათუმში გამართულ სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
17:19 / 09-07-2019
დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია. თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ცენტრში კომფორტული გარემო იყო.
18:19 / 01-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.