არჩევნები
ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15% შეადგინა. უწყების ინფორმაციით, დაფიქსირებული აქტივობა რაოდენობრივად  215 329 ამომრჩეველია.

"ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი (2510051) და ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია,"- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google