არჩევნები
TI - გურჯაანის #2 უბანზე დამკვირვებელმა ამომრჩეველს თანხა გადასცა
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა გურჯაანში.
“გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაჰყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარჰყოფს ფულის გადაცემის ფაქტს,” – აცხადებს ორგანიზაციის დირქტორი ეკა გიგაური.

| Print |
FaceBook Twitter Google