არჩევნები
თელავის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის 51,94% მივიდა
,,თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 54 საარჩევნო უბნიდან ყველა სრული წესების დაცვით, საღამოს რვა საათზე დაიხურა. არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მოსახლეობის 51,94 %, ანუ 29 286 ადამიანი მოვიდა,“ - განაცხადა #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საჩივარი დაიწერა და სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
,,თელავის მუნიციპალიტეტში სულ 54 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 56 379 ადამიანს შეადგენს. აქტივობა საშუალოზე მაღალი იყო. პირველადი მონაცემები ალბათ გამთენიისას გვექნება. მონაცემების დაჯამებას მას შემდეგ დავიწყებთ,რაც საარჩევნო უბნებიდან შემაჯამებელი ოქმები ოლქში შემოვა.“
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები /