არჩევნები
არჩევნების შედეგები კახეთის ოლქების მიხედვით
ამ დროისთვის დათვლილი უბნების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა ხმების 38,62% მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 37,65%-გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო დავით ბაქრაძემ 11,01%.

ამ შედეგების გათვალისწინებით, მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
ორ კანდიდატს შორის ხმები კახეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებში ასე გადანაწილდა.

N11 საგარეჯოს ოლქში გრიგოლ ვაშაძემ -6446 ხმა მიიღო, ანუ 36.83%, სალომე ზურაბიშვილმა კი - 6983, რაც ხმების 39.9%-ია.

N12 გურჯაანის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე - 9714 (34.6%)
სალომე ზურაბიშვილი - 11169 (39.78%)

N13 სიღნაღის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე -5349 (37.49%)
სალომე ზურაბიშვილი-5700 (39.95%)

N14 დედოფლისწყაროს ოლქი
გრიგოლ ვაშაძე-2833 (26.35%)
სალომე ზურაბიშვილი-5686 (52.89%)

N15 ლაგოდეხის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე - 7529 (42.29%)
სალომე ზურაბიშვილი-5709 (33.82)

N16 ყვარლის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე - 2830 (42.29%)
სალომე ზურაბიშვილი - 2834 (42.35%)

N17 თელავის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე-5730 (46.76%)
სალომე ზურაბიშვილი-4023 (33.53)

N18 ახმეტის ოლქი
გრიგოლ ვაშაძე-2417 (44.4%)
სალომე ზურაბიშვილი-1842 (33.84%)

შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე.




| Print |
FaceBook Twitter Google