არჩევნები
ენმ - ახმეტის საოლქო კომისის თავმჯდომარემ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით,  ახმეტის #18 საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარე მინიდა იოკურიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შაქრო ტერტერაშვილის განცხადებით, იუკურიძის გათავისუფლება ახმეტაში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში დამარცხებას უკავშირებდა.

"ამ დილით გახმაურდა, რომ ახმეტის 18 საოლქო სარჩევნო კომისის თავჯდომარეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. გუშინვე საეჭვოდ იყო გამქრალი. კონკრეტუალად ვინ აიძულა განცხადების დაწერა არ ვიცი, თუმცა ცხადია, ამას ხელისუფლება იზამდა. ბუნებრივია, ამის მიზეზი "ოცნების" სამარცხვინო წაგება გახდა, რადგან ვფიქრობ მან არ მიიღო მონაწილეობა და უარი თქვა დავალებაზე რომ საბოლოო შედეგები გაეყალბებინა. იყო კონკრეტული შემთხვევები, რამდენიმე უბანზე ოქმის დაწერა შეაჩერებინეს, თუმცა ცხადია ეს არ გამოუვიდათ. ეს ამბავი პირდაპირ მიბმულია არჩევნებთან, რადგან მან ნდობა ვერ დაიმსაუხურა მეორე ტურში დასარჩენად,"- აღნიშნა ტერტერაშვილმა.

ჩვენ მინდია იუკურიძესთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.






| Print |
FaceBook Twitter Google