არჩევნები 2018
სიტყვიერი დაპირისპირება 46-ე უბანზე
მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის 46-ე უბანზე , ევროპული საქართველოს წარმომადგენელს ვასიკო უტიაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენელს გელა დალაქიშვილს შორის. კამათის მიზეზი გახდა ის განცხადება, რომელიც ვასიკო უტიაშვილმა წილისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს დაავალეს არჩევანი ღიად დაეფიქსირებინათ, ან ბიულეტენი კაბინიდან გარეთ გამოეტანათ და ისე დაეკეცათ.
-"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა და ყურადღება მიაქციოთ. თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ყველას წარმატებებს გისურვებთ," - განაცხადა მან.

მოგვიანებით უბანზე შემოვიდა გელა დალაქიშვილი და ხმამაღალი ტონით მიუთითა ვასიკო უტიაშვილს, რომ მას ამ განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. "ყველა ამომრჩეველი თავის ქმედებაში თავისუფალია და სადაც უნდა იქ დაკეცავს ბიულეტენს."

სიტუაცია მალევე განმუხტა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.
| Print |
FaceBook Twitter Google