არჩევნები 2018
ჭანდრის #45 უბნიდან კომისიის წევრი პოლიციის ძალით გამოაძევეს
ჭანდრის #45 საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა რუაძე, პოლიციის ძალით გამოაძევეს.
მისი განცხადებით, მან არაერთხელ გააპროტესტა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი მარიამ თევდორაშვილი კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს ბიულეტენების ჩვენებას სთხოვდა.
-„მარიამ თევდორაშვილს მივუთითე, ნუ ეუბნები ამომრჩეველს გარეთ გამოიტანოს გაშლილი ბიულეტენი-მეთქი. მითხრა, ბიულეტენის გაშლას კი არ ვითხოვ, ვამოწმებ, ამომრჩეველს ორი ბიულეტენი ხომ არ უჭირავს ხელშიო. ეს ქალბატონი ვერ მოვაცილე საარჩევნო კაბინას, ძალიან ახლოს იდგა. მას თავმჯდომარე ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს. ტელეფონით ვიღებდი საარჩევნო პროცესს, რისი იურიდიული უფლებაც მაქვს. თავმჯდომარემ მიმითითა, კართან დადექიო, ავუხსენი ეს არ არის ჩემი გადასაღები სივრცე, ეგ არის ჟურნალისტებსთვისაა-მეთქი. რამდენჯერაც ხელში ტელეფონი დამინახა, იმდენჯერ მითხრა აურზაურს იწვევ და უბნიდან გაგაძევებო. დაწერა ოქმი, ორჯერ გამოიძახეს პოლიცია და ასე გამომაძევეს უბნიდან. „-ამბობს ანა რუაძე speqtri.ge-სთან.

კომისიის თავმჯდომარე ბელა ათუაშვილი კი აცხადებს, რომ ანა რუაძე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

-„დილის შვიდი საათიდან უბნის გახნისთანავე მან წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ანუ დარჩა უფუნქციოდ. ცხრა საათამდე შედიოდა კონფლიქტურ სიტუაციაში, იყო აგრესიული. უხეშად ერეოდა ამომრჩევლის ნებასა და ჩემ უფლებამოსილებაში, დამკვირვებლებს აძელვდა შენიშვნას. აწარმოებდა უკანონო ფოტო-ვედეოგადაღებას. მივეცი ხუთი გაფრთხილება, შემდეგ იძულებული გავხდი გაძევების აქტი დამეწერა.“

დამკვირვებელი მარიამ თევდორაშვილი კი ამბობს, რომ ამომრჩეველს არა გაშლილი, არამედ დაკეცილი ბიულეტენების ჩვენებას სთხოვდა.

„ამომრჩეველს ვეუბნებოდი , გაშლილი კი არა დაკეცილი ბიულეტენი მაჩვენეთ, ორი ხომ არ არისთქო. ამისი უფლება მე მქონდა. დღეს არავისთვის მითქვამს გინდა თუ არა ან 48 შემოხაზეთ, ან ხუთი. გამოძევების აქტს მეც მოვაწერე ხელი, ხომ არ შეიძლება დილიდან საღამომდე ჩხუბი მიმდინარეობდეს უბანზე.“- ამბობს მარიამ თევდორაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google