არჩევნები
"ქართული ოცნების" შტაბში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ
"ნაციონალური მოძრაობა" გურჯაანში საარჩევნო პროცესების მასობრივ დარღვევებზე საუბრობს. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმღღვანელის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, სოფლების:  ჭანდარისა და ვეჯინის საარჩევნო უბნებიდან პარტიის დამკვირვებლები უსაფუძვლო მიზეზების გამო გამოაძევეს.
-"გურჯაანის მუნიციპალიტეტში უამრავი დარღვევა ფიქსირდება. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლები ვეჯინისა და ჭანდარის საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს ვითომდა ხელის შეშლის გამო. მიდის ამომრჩეველთა დატერორება, კარებში დგანან სიებით, ამომრჩევლებს უმოწმებენ პირადობის მოწმობებს,"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის საარჩევნო შტაბში.
"აბსოლუტურად გადავაკონტროლეთ ვითარება ყველა უბანზე. დღეს ჩვეულ სტილში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მომართული არიან პროვოკაციისაკენ, რომლის მიზანია უბნების ჩაშლა და დახურვა.  სწორედ ამას მოჰყვა მათი პარტიის წარმომადგენლების უბნებიდან გაძევება, ვგულისხმობ ვეჯინსა და ჭანდარს." - განაცხადა  შტაბის წარმომადგენელმა, კოტე ბერიძიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი და დამკვირვებელი ელმირა ბეციაშვილი გააძევეს, ხოლო ჭანდრის 45-ე უბანი კომიის წევრს, "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა რუაძეს დაატოვებინეს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები2018 /