არჩევნები
ამომრჩეველთა აქტივობა თელავში 12 საათისთვის
12:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19.9 % მიიღო, რაც დაახლოებით 10 800-მდე ამომრჩეველია.

,,ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 19.9% დააფიქსირა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. ორი საჩივარია დაწერილი უბნებზე. ერთ-ერთ უბანზე დაიწერა საჩივარი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ხოლო მეორე საჩივარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა იმის შესახებ,თუ რა მანძილით უნდა იყოს მაგიდა კედლისგან მოშორებით არანაირი წესები არ არსებობს," - განაცხადა N17 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 54 საარჩევნო უბანია,სადაც 65 513 ამომრჩელი ფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google