არჩევნები
გურჯაანის ნომერ პირველი საარჩევნო უბნიდან საია-ს დამკვირვებელი გააძევეს
გურჯაანის ნომერ პირველი საარჩევნო უბნიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამკვირვებელი გამოაძევეს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ დამკვირვებელმა რამდენჯერმე კაბინის გარეთ გაშლილი ბიულეტენები დააფიქსირა. ამის გამო კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცა, თუმცა ის საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს და ოქმი შეადგინეს.

| Print |
FaceBook Twitter Google