არჩევნები
ლამბალოს 45-ე უბანზე კომისიის წევრის დაგვიანების გამო საჩივარი დაწერეს
ინოვაციებისა და რეფორმაციების ცენტრის დამკვირვებელმა ლიზა ჯანაშვილმა N11 საგარეჯოს ოლქის, 45-ე ლამბალოს უბანზე ერთი საჩივარი დაწერა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კომისიის წევრმა 1 საათით დაიგვიანა, რის გამოც წილისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და უფუნქციოდ დარჩა.
ლიზა ჯანაშვილის თქმით, ასევე ადგილი ჰქონდა ორ მნიშვნელოვან დარღვევას.

-„კომისიის თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა წევრმა უბანი ფორმების გარეშე ისე დატოვეს, რომ მდივანს არ შეუთანხმეს. გარდა ამისა, მათი გასვლის დროს უბანზე მოვიდა ამომრჩეველი, რომელსაც ხელთათმანი ეცვა. ნაკადის მომწესრიგებელს ვთხოვე, მისი ხელი მარკირებაზე შეემოწმებინა, მაგრამ მითხრეს, რომ ხელი არ აქვსო. არადა მე ვხედავდი, რომ ხელი ჰქონდა. ამიტომ დავაპირე საჩივრის დაწერა, რა დროსაც მოვიდა თავმჯდომარე და ასე ვთქვათ, ისტერიკები გამიმართა.“

როგორც ლიზა ჯანაშვილმა გვითხრა, საბოლოოდ საჩივარი აღარ დაწერა. მან ხელმძღვანელობას სთხოვა, უბანი შეეცვალათ, რადგან გამუდმებით განიცდიდა ზეწოლას. ამის შემდეგ ის ლამბალოს 44-ე უბანზე გადაიყვანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google