არჩევნები
ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით 15:00 საათისთვის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8% (1 363 493 ამომრჩეველი) შეადგინა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა და კიდევ ერთხელ, საჯაროდაც შეახსენებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, - ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, რაც არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ამომრჩეველი კაბინაში კეცავს ბიულეტენს, გადაკეცილ ბიულეტენს ათავსებს ჯერ სპეციალურ კონვერტში და შემდეგ საარჩევნო ყუთში. აღნიშნული პროცედურის ამსახველი პოსტერები ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ყველა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით ასევე გაიხსნება საარჩევნო უბნები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„დღეს, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები /