არჩევნები 2018
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით ჩუმლაყის #19 უბანთან სროლა იყო
"გაერთიანებულო ოპოზიციის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ჩუმლაყის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მომხდარი არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს.

"ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი უფლებამოსილების ფარგლებში გადაადგილდებოდნენ 19-ე საარჩევნო უბანაზე. ამ დროს, ერთ-ერთი მანქანიდან ორჯერ გაისროლეს. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ეს არის დაშინების მცდელობა. მხოლოდ დღეს კი არა წინა დღეებშიც იგივე მეთოდებს იყენებდნენ."- აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის გურჯანის რაიონის შტაბის ხელმძღვანელმა რამაზ ქერეჭაშვილმა.

speqtri.ge ჩუმლაყში გახსნილ სამივე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე სროლის ფაქტი არავინ დაგვიდასტურა.

მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ.გ.- მ სპორტული იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით.


| Print |
FaceBook Twitter Google