არჩევნები 2018
ჩუმლაყში მომხდარ გასროლას არჩევნებთან კავშირი არ აქვს- შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩუმლაყის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

-"ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან."

სსკ-ის 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, "გაერთიანებულო ოპოზიციის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ჩუმლაყის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მომხდარი არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს.

| Print |
FaceBook Twitter Google