არჩევნები
ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში 9%-ით მაღალია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31%, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო ოლქში - 58%, ხოლო ყველაზე დაბალი - 37% წალკის საარჩევნო ოლქში. პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 სთ-ზე შეადგინა 38.16%, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველი იყო.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოში, საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით იხილეთ ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google