არჩევნები
17 საათის მონაცემებით 171 საჩივარია დაწერილი
17 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესული, -ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

"საჩივრების ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ. საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი."

ანა მიქელაძემ კონკრეტულ შემთხვევებზეც ისაუბრა. კერძოდ, აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაციაზე.

"მარნეულის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია, ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას,"- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google