არჩევნები
დედოფლისწყაროს მე-20 უბანზე შუქი გაითიშა
N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცედურები სანთლის შუქზე მიმდინარეობდა.


როგორც speqtri.ge-ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნინო მჭედლიშვილმა განუცხადა,ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.
-"2 გამათბობელი იყო ჩართული, გადახურდა ხაზი და ავტომატმა გათიშა. არანარი პრობლემა არ შექმნილა. უბანზე იყო სანთლები, როდესაც ეს ამბავი გავიგე, მეც წავედი უბანზე და კიდევ მივუტანე სანთლები, გავანათეთ, პროცესი არ შეჩერებულა. როდესაც ქსელი გაგრილდა, შუქი მაშინვე ჩაირთო."

ნინო მჭედლიშვილის თქმით, დარღვევებს და სხვა ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია. ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ უცხოელი დამკვირვებლებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google