არჩევნები
ეგზიტპოლის შედეგებით არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩატარდა როგორც ტელეკომპანია იმედის, ასევე რუსთავი2-ის დაკვეთით. ორივე შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმების 58 პროცენტი მიიღო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 42 პროცენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ეგზიტპოლი ორგანიზაცია „გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ცდომილება 2 პროცენტია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებს შედეგებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.
შედეგები წარმოდგენილია 17:00 საათის მონაცემებით.



| Print |
FaceBook Twitter Google