არჩევნები
ლაგოდეხში “ნაციონალების" შტაბთან მომხდარ გასროლაზე გამოძიება დაიწყო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ლაგოდეხში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.


| Print |
FaceBook Twitter Google