არჩევნები
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარია შესული
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარია დარეგისტრირებული.

საოლქო სარჩევნო კომისიის მდივნის მადონა ჯავახიშვილის თქმით, მათი უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.
„გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 28 საჩივარი დარეგისტრირდა, აქედან 26 პროცედურულ დარღვევებს, ერთი კი ხმის დათვლის პროცესის დარღვევას ეხება. ორი საჩივარი სამართლიანი არჩევნების, ორი საიას წარმომადგენელმა, ხოლო დანარჩენი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაწერეს.“

მისივე თქმით, საჩივრები მოკვლევის პროცესშია. 

| Print |
FaceBook Twitter Google