არჩევნები
"ნაციონალური მოძრაობა" ხირსის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიღნაღის #13 ოლქის #19 ხირსის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას ნათელა ასანაშვილმა მიმართა.
ის საჩივარში მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უბნის დახურვის შემდეგ ყუთიდან იატაკზე დაყრილ ბიულეტენებს ქურთუკიდან გაურკვეველი წარმომავლობის ბიულეტენები დააყარა.

-"კომისიის თავმჯდომარემ ამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა და ჩვენს წარმომადგენელს შორენა აღდგომელაშვილს არ მისცა საჩივრის დაწერისა და ინციდენტის ტელეფონით გადაღების საშუალება."- ვკითხულობთ საჩივარში.

სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მანანან მჭედლშვილი განმარტავს, რომ საჩივარი არაუფლებამისილი პირის მიერ იყო შედგენილი, რის გამოც განუხილველად იქნა დატოვა.

-"დარღვეულია საჩივრის შემოტანის წესი და პირობები. საჩივარი უნდა დაწეროს პარტიის, სიანიციატივო ჯგუფის წამრომადგენელმა და ა.შ. ამ შემთხვევაში საჩივარი შეადგინა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში, ის არ არის უფლებამოსილი პირი და ამიტომ საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული."

სიღნაღის საოლქო კომისიაში კიდევ ხუთი საჩვარია დარეგისტრირებული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.


| Print |
FaceBook Twitter Google